ge en
კონტაქტი

დაგვიკავშირდით

2470000

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი

09:00 am - 18:00 pm
შეკვეთა
შეკვეთა

ან დაგვიკავშირდით

+99532 2470000

Hosted PBX

თქვენი ინდივიდუალური PBX

ჯეონეთის დატა ცენტრში

უპირატესობები

ინდივიდუალური, მრავალფუნქციური სატელფონო სისტემის მოწყობა ჯეონეთის დატა ცენტრში. ძვირადღირებული აპარატურის შეძენის, კონფიგურაციის, ინსტალაციის, შემდეგ კი მუდმივი მოვლისა და მონიტორინგის ნაცვლად შეგიძლიათ ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ.

ჩვენ ვუზრურველყოფთ:

  • ვირტუალურ სივრცეს (სერვერს)
  • სისტემის ინსტალაციას
  • სისტემის გამართულად მუშაობას და 99,9% უწყვეტობას
  • ტელეფონების ადგილზე ინსტალაციას
  • სისტემის მონიტორინგს
  • მაღალსიჩქარიან უწყვეტ ინტერნეტ კავშირს
  • მუდმივ დენის კვების წყაროს
  • კლიმატ კონტროლს

კიბერ უსაფრთხოება

დაცვის სისტემა თაღლითური პროგრამებისგან

ჩაიწერეთ საუბრები ჩაიწერეთ საუბრები

მარტივად გადაჭერით სადაო საკითხები და გააუმჯობესეთ სატელეფონო მომსახურების ხარისხი.

დაუკავშირდით უფასოდ დაუკავშირდით უფასოდ

დაზოგეთ ხარჯები და გაამარტივეთ კომუნიკაცია მომხმარებელსა და თანამშრომლებს შორის მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

არ დაკარგოთ ზარები არ დაკარგოთ ზარები

სისტემის ოპტიმიზაციისა და რეპორტინგის მეშვეობით მინიმუმამდე დაიყვანეთ დაკარგული ზარები.

ფუნქციები
ოპერატორის სამართავი სისტემა
ოპერატორის სამართავი სისტემა

აქტიური ზარების მონიტორინგი საშუალებას გაძლევთ რეალურ დროში მიიღოთ ინფორმაცია მიმდინარე ზარების, ოპერატორების სტატუსებისა და მოლოდინში მყოფი ზარების შესახებ.

რიგი შემომავალ ზარებზე (Call Queue)
რიგი შემომავალ ზარებზე (Call Queue)

ეს ფუნქცია ამცირებს უპასუხო ზარების რაოდენობას. თუ ყველა ოპერატორი დაკავებულია ან ზარს არავინ პასუხობს, სისტემა რიგში აყენებს მომხმარებელს და ატყობინებს მას რიგითობას და სავარაუდო მოლოდინის დროს.  

შესაძლებელია  ლოდინის მაქსიმალური დროის ან რიგში მყოფი აბონენტების რაოდენობის შეზღუდვა.

ზარის მარშრუტიზაცია (Call Routing)
ზარის მარშრუტიზაცია (Call Routing)

ზარის მარშრუტიზაცია შესაძლებლობას იძლევა მართოთ შემომავალი ზარების ნაკადი თქვენი ბიზნეს საჭიროებებისა და საქმიანობის მიხედვით. გაანაწილოთ ზარები ოპერატორებს შორის  შერჩევითი ან წინასწარ გაწერილი  ალგორითმების მიხედვით.

ზარის გადამისამართება (Call Forward)
ზარის გადამისამართება (Call Forward)

ამ ფუნქციით შეგიძლიათ თქვენს ნომერზე შემოსული ნებისმიერი ზარის გადამისამართება მობილური ოპერატორის, ქალაქისა თუ საზღვარგარეთის ნომრებზე. გადამისამართება შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრული სქემით: ზარის პირდაპირი გადამისამართება, ხაზის დაკავების შემთხვევაში ან უპასუხო ზარის შემთხვევაში.

ზარების დაჯგუფება (Call Group)
ზარების დაჯგუფება (Call Group)

ოპერატორების ჯგუფების შექმნის შემთხვევაში შესაძლებელია  შემომავალი ზარის მიღება წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით ან ჯგუფის ყველა წევრის ნომერზე დარეკვით.

შიდა ნომრები
შიდა ნომრები

სატელეფონო სისტემაში ჩართულ თანამშრომელს ენიჭება 3 ან 4 ნიშნა ნომერი, რომელიც ამარტივებს შიდა კომუნიკაციას.  სისტემაში შეიძლება გაერთიანდეს გეოგრაფიულად დაშორებული ფილიალები, მათ შორის საზღვარგარეთ არსებული ოფისები, რაც მნიშნვნელოვნად დაზოგავს სატელეფონო ხარჯებს და საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ერთი ოფისის პრინციპით.

მუსიკა მოლოდინის რეჟიმში
მუსიკა მოლოდინის რეჟიმში

მოლოდინის რეჟიმში შესაძლებელია როგორც სტანდარტული, ასევე თქვენთვის სასურველი მელოდიის  გამოყენება, რომელსაც მომხმარებელი მოისმენს რიგში ყოფნის დროს.

საუბრების ჩაწერა (Call Recording)
საუბრების ჩაწერა (Call Recording)

ამ ფუნქციის გააქტიურებით შესაძლებელია ყველა შემომავალი და გამავალი ზარების საუბრების ჩაწერა; საჭიროების შემთხვევაში ონლაინ რეჟიმში მოსმენა ან გადმოწერა. ჩანაწერების ძიება შესაძლებელია ზარის ინიციატორის, ზარის ადრესატის და დროის მიხედვით.

ზარების ისტორია (CDR)
ზარების ისტორია (CDR)

ვებ პორტალის მეშვეობით შესაძლებელია მომხმარებელმა მიიღოს ზარების დეტალური ამონაწერი ნებისმიერ დროს.  აკონტროლოს შემომავალი, გამავალი და გამოტოვებული ზარები.

IVR - ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ
IVR - ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ

ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ ავტომატურ რეჟიმში დაამუშავებს შემომავალ ზარებს და დაგეხმარებათ სწორად მართოთ მომხმარებელთან კომუნიკაცია.
მენიუს შემადგენელი ნაწილია აუდიო ჩანაწერები და სცენარები, რომლებიც მომხმარებელს მიაწოდებს სასურველ ინფორმაციას ან დააკავშირებს შესაბამის ფილიალთან და დეპარტამენტთან.

 

ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ზარების განაწილების მექანიზმი. იგი დაგეხმარებათ დახვეწოთ კომპანიის შიდა სტრუქტურა. შედეგად კი აამაღლოთ მომსახურების დონე და შეამციროთ ხარჯები.

ქოლ ცენტრის მონიტორინგი

გაზარდეთ ბიზნესის ეფექტურობა Call ცენტრის ანალიტიკის საშუალებით