ge en
კონტაქტი

დაგვიკავშირდით

2470000

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი

09:00 am - 18:00 pm
შეკვეთა
შეკვეთა

ან დაგვიკავშირდით

+99532 2470000

ქოლ ცენტრის სისტემები

სტატისტიკა, კავშირი CRM/ERP სისტემებთან და ინდივიდუალური გადაწყვეტილებები

ქოლ ცენტრი

მრავალფუნქციური სატელეფონო სისტემა

 

ინოვაციური ფუნქციებით აღჭურვილი ქოლ ცენტრი საშუალებას გაძლევთ ეფექტურად მართოთ შემომავალი ზარების ნაკადი.

ზარების განაწილების მოსახერხებელი ალგორითმები აამაღლებს ოპერატორთა მუშაობის ეფექტურობას და მინიმუმამდე დაიყვანს დაკარგული ზარების რაოდენობას. ჯამური და დეტალური სტატისტიკის მეშვეობით მარტივად განსაზღვრავთ ქოლ ცენტრის მუშაობის ეფექტურობას.

 

სწორად დაგეგმილი, ოპტიმიზირებული სისტემებით და მონიტორინგით მოემსახურებით მეტ მომხმარებელს ნაკლებ დროში.

გაუმჯობესებული მომსახურება

საუბრების ჩაწერა

საუბრების ჩაწერა და ჩანაწერების ძიების მოქნილი მექანიზმი დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ სატელეფონო მომსახურების ხარისხი და მარტივად გადაჭრათ სადავო საკითხები.

IVR - კომპანიის ავტომოპასუხე

ინტერაქტული ხმოვანი მენიუ ავტომატურ რეჟიმში დაამუშავებს შემომავალ ზარებს და დაგეხმარებათ სწორად მართოთ მომხმარებელთან კომუნიკაცია.

ზარების განაწილების მოქნილი ალგორითმები

შემომავალი ზარების ოპერატორებთან გადამისამართების მრავალფეროვანი ალგორითმები მინიმუმამდე დაიყვანს სატელეფონო ზარებზე პასუხის დროს და შეამცირებს მომხმარებელთა ლოდინის ხანგრძლივობას.

დაკარგული ზარების მართვა დაკარგული ზარების მართვა

დაკარგული ზარების დეტალური აღრიცხვა და მარტივი უკუკავშირი/Call Back

სტატისტიკური მაჩვენებლები სტატისტიკური მაჩვენებლები

ზარების განაწილების მაჩვენებლები დღისა და თვის ყველაზე მეტად და ნაკლებად დატვირთული პერიოდების ანალიზისთვის

გრაფიკული ცხრილები გრაფიკული ცხრილები

დატვირთვის გრაფიკული და პროცენტული მაჩვენებლები ქოლ ცენტრის მუშაობის ეფექტურობის შეფასებისთვის

დაკარგული ზარების ანალიზი დაკარგული ზარების ანალიზი

გათიშვის მომენტში რიგში საშუალო პოზიციონირება და მოლოდინის დრო

ოპერატორების შეფასება ოპერატორების შეფასება

ჯამურად ნაპასუხები  ზარების, მათზე რეაგირების სისწრაფისა და საუბრის საშუალო ხანგრძლივობის მაჩვენებლები

CRM/ERP სისტემებთან გადაბმა

მომხმარებლის ზარების ისტორია

ქოლ ცენტრის სისტემისა და CRM/ERP-ს ინტეგრაციის შედეგად,  CRM/ERP პროფილში შეგძლიათ იხილოთ მომხმარებლის მიერ და მასთან განხორიიცელებულ ყველა შემოსული და გასული ზარი, საუბრების ჩანაწერები და სხვა სპეციფიური ინფორმაცია . მომხმარებლების იდენტიფიცირება მოხდება დამრეკი ნომრის მიხედვით.

გაყიდვების მართვის გაუმჯობესება

გაყიდვების პროცესი საგრძნობლად მარტივდება, როდესაც ყოველ შეკვეთას ახლავს შესაბამისი ზარებისა და მათი საუბრების ჩანაწერების ისტორია.

მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება

თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალური ქეისის გადაბმა ყველა შესაბამის საუბრის ჩანაწერთან საგრძნობლად გაადვილებს კომუნიკაციას და გააუმჯობესებს მომსახურებას.

ინდივიდუალური გადაწყვეტილებები

გაამარტივებთ და გააუმჯობესებთ არა მხოლოდ სატელეფონო მომსახურებას, არამედ მთლიან შიდა კორპორაციულ სტრუქტურას, აღრიცხვიანობას, მოხმარებელთან კავშირს და სხვა.

დამატებითი მოდულები

სხვადასხვა ტიპის მოდულების ინტეგრაცია დაგეხმარებათ რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებაში. 

კონტაქტების ბაზა და დამრეკი ნომრის ამოცნობა

ოპერატორის პირადი ან/და საერთო კონტაქტების მონაცემთა ბაზა დაგეხმარებათ მომხმარებლის მარტივად იდენტიფიცირებაში. 

GSM GATEWAY/კარიბჭეების დაერთება

მობილური ქსელის ნომრების IP PBX-თან ინტეგრაციის შედეგად, მობილურ ნომრებიზეც შეძლებთ თანამედროვე, მრავალფუნქციური სატელეფონო ფუნქციებით სარგებლობას.

ბილინგი

თანხობრივი ლიმიტები და ბალანსი ინდივიდუალურად - თითოეული შიდა ნომრისთვის, დაგეხმარებათ მაქსიმალურად გააკონტროლოთ სატელფონო ხარჯები. 

 

 

 

დაგვირეკეთ (032) 247 00 00