ge en
კონტაქტი

დაგვიკავშირდით

2470000

სამუშაო საათები:

ორშაბათი - პარასკევი

09:00 am - 18:00 pm
შეკვეთა
შეკვეთა

ან დაგვიკავშირდით

+99532 2470000

ჯეონეთი კორპორაციულ მომხმარებელზე ორიენტირებული სატელეკომუნიკაციო სერვისების პროვაიდერი კომპანიაა.

 


კორპორაციულ სექტორზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით ჩვენმა გუნდმა არაერთი მსხვილი ორგანიზაციის ნდობა დაიმსახურა. ჯეონეთის ინტერნეტ და სატელეფონო მომსახურებით სარგებლობს არაერთი ქართული და უცხოური ორგანიზაცია, სახელმწიფო დაწესებულება და კერძო კომპანია.

 


ჯეონეთი ნებისმიერ დამკვეთთან მუშაობს ინდივიდუალურად. ჩვენი გუნდი დეტალურად შეისწავლის თქვენი კომპანიის მოთხოვნებს და შემოგთავაზებთ საუკეთესო პირობებს. ჯეონეთის ყველა კლიენტი სარგებლობს პერსონალური მენეჯერის მომსახურებით, რომლის პირდაპირი მოვალეობაა კლიენტისთვის ნებისმიერი საკითხის მოგვარება.

 


ჯეონეთის ძირითადი სერვისებია:
 

  • ოპტიკური ინტერნეტი
  • VoIP სატელეფონო მომსახურება
  • IVR ფუნქციები
  • IP PBX / ქოლცენტრის სისტემები

 

ჩვენი ტექნოლოგიური ბაზა ეფუძნება მსოფლიოს წამყვანი ბრენდების (Cisco; Asterisk) სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, რაც მაღალხარისხიანი და საიმედო ინტერნეტ და სატელეფონო მომსახურების გარანტიაა.

 


ჯეონეთს გააჩნია საკუთარი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი, მაღალხარისხიანი ურთიერთჩართვებით სხვა ქსელებთან, რაც იძლევა საშუალებას მარტივად დაუკავშირდეთ ინტერნეტს, საქართველოს ყველა მსხვილ მონაცემთა ცენტრს, ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ოპერატორებს. შედეგად, ჩვენი კორპორაციული მომხმარებელი მაღალი ხარისხის ბექაფირებული ინტერნეტით სარგებლობს.

 


ჯეონეთის გუნდი დაკომპლექტებულია სატელეკომუნიკაციო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სერთიფიცირებული პერსონალით, რომელიც მომხმარებლებს უწევს პროფესიონალურ კონსულტაციებს ICT სფეროში, ეხმარება მათ სატელეკომუნიკაციო სერვისების სწორად შერჩევასა და ნებისმიერი სახის ტექნიკური პრობლემის დროულ მოგვარებაში.