VOIP სატელეფონო მომსახურება

რა არის VoIP ტელეფონი?

ჯეონეთი მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე VOIP სატელეფონო მომსახურებას. ეს ტექნოლოგია გულისხმობს სატელეფონო ზარების ინტერნეტის საშუალებით განხორციელებას.


VoIP ტელეფონის მთავარი უპირატესობაა მრავალარხიანი ნომერი. მრავალარხიანი ნომერი ხაზის დაკავების გარეშე ერთდროულად შეუზღუდავი რაოდენობის პარალელური ზარის მიღებისა და განხორციელების საშუალებას იძლევა.


VoIP ტელეფონის გამოყენებით თქვენი კომპანიის ყველა ფილიალი და განყოფილება ერთი მრავალარხიანი სატელეფონო ნომრის ქვეშ გაერთიანდება.


რატომ უნდა ავირჩიო VoIP?

  • გაანახევრებთ ყოველთვიურ სატელეფონო ხარჯებს;
  • უფასოდ დაამატებთ სატელეფონო არხებს;
  • უფასოდ ისაუბრებთ ჯეონეთის შიდა ქსელში;
  • აღარ დაკარგავთ პოტენციურ კლიენტებს გამოტოვებული ზარების გამო;
  • გექნებათ სტაბილური და უხარვეზო სატელეფონო კავშირი;
  • დაგიცავთ სატელეფონო უსაფრთხოების სპეციალური სისტემა;
  • VoIP ნომერს გამოიყენებთ ყველგან სადაც ინტერნეტია;
  • ეფექტურად მართავთ შემომავალი ზარების ნაკადს;
  • ისარგებლებთ სტატისტიკური მონაცემების პირადი ვებ-ანგარიშით.


როგორ დავნერგო ეს სერვისი კომპანიაში?

VOIP ტელეფონის დასანერგად საჭიროა მხოლოდ სტაბილური ინტერნეტ კავშირი.


მისი გამოყენება ტექნოლოგიურად შეზღუდული არ არის. VoIP ტელეფონი მუშაობს:

  • ჩვეულებრივ ტელეფონზე (სპეციალური გადამყვანით);
  • IP ტელეფონზე
  • კომპიუტერზე (სატელეფონო პროგრამით);
  • სმარტფონზე (სპეციალური აპლიკაციით).

სწრაფი და უფასო პორტირების საშუალებით შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი არსებული, ბრენდირებული ნომრის გამოყენება.


შესაძლებელია ახალი ნომრის უფასოდ აღებაც.


გარდა ამისა, ჯეონეთი გთავაზობთ:

  • VoIP ტელეფონის უფასო და სწრაფ ინსტალაციას;
  • დეტალური ამონაწერისა და მიმდინარე დავალიანების უფასოდ შემოწმებას;
  • პერსონალური მენეჯერის მომსახურებას;
  • უფასო 24 საათიან ტექნიკურ მონიტორინგს.

ჯეონეთი მრავალარხიან ნომერს E1 სატელეფონო არხის საშუალებითაც გთავაზობთ.


ჯეონეთი ნებისმიერ დამკვეთთან მუშაობს ინდივიდუალურად. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ თქვენი მოთხოვნები და შემოგთავაზოთ საუკეთესო პირობები.


ტელ.: + (995 32) 247 00 00
ელ. ფოსტა: telephone@geonet.ge