IP PBX / ქოლცენტრი

რა არის IP PBX?

IP PBX-ი არის თანამედროვე საოფისე სატელეფონო სისტემა, რომელიც მოიცავს კომპანიის პროფილზე მორგებად სატელეფონო და ქოლცენტრის ფუნქციების ერთობლიობას.


IP PBX-ის საშუალებით იქმნება კომპანიის ფილიალების დამაკავშირებელი შიდა უფასო სატელეფონო ქსელი. სისტემა შემომავალ ზარებს წინასწარ განსაზღვრული წესით შესაბამის ოპერატორებთან ანაწილებს.


რატომ უნდა ავირჩიო IP PBX?

  • გაანახევრებთ ყოველთვიურ სატელეფონო ხარჯებს;
  • მინიმუმამდე დაიყვანთ გამოტოვებული ზარების რაოდენობას;
  • ისარგებლებთ მრავალფეროვანი სატელეფონო ფუნქციებით;
  • გაამარტივებთ შიდა და გარე კომუნიკაციას;
  • დაგიცავთ უსაფრთხოების სპეციალური სისტემა;
  • გაცილებით უფრო ეფექტურად მართავთ შემომავალი ზარების ნაკადს;
  • ისარგებლებთ სტატისტიკური მონაცემების პირადი ვებ-ანგარიშით;
  • შეძლებთ განხორციელებული ზარების აღრიცხვას;
  • შეძლებთ თქვენი მომხმარებლის თავისებურებებისა და მახასიათებლების გაანალიზებას.


IP PBX-ს შემდეგი ფუნქციები გააჩნია:

  • IVR- ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ;
  • რიგი შემომავალ ზარებზე;
  • ზარების მარშრუტიზაცია;
  • საუბრების ჩაწერა;
  • CDR - ზარების ისტორია.


როგორ დავნერგო ეს სერვისი კომპანიაში?

IP PBX-ის დასანერგად საჭიროა:


ჯეონეთის მაღალკვალიფიციური გუნდი, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, დაამუშავებს და პროგრამულად უზრუნველყოფს სატელეფონო სისტემის სტრუქტურას, ფუნქციებსა და ხმოვან მენიუს.


გარდა ამისა, ჯეონეთი გთავაზობთ:

  • მინიმალურ გადასახადს IP PBX-ის დაყენებაზე;
  • სისტემასთან მუშაობის უფასო ტრენინგს;
  • ორ თვიან უფასო IT მხარდაჭერას;
  • პერსონალური მენეჯერის მომსახურებას;
  • შემდგომ ტექნიკურ მხარდაჭერას.


ჯეონეთი ნებისმიერ დამკვეთთან მუშაობს ინდივიდუალურად. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ თქვენი მოთხოვნები და შემოგთავაზოთ საუკეთესო პირობები.


ტელ.: + (995 32) 247 00 00
ელ. ფოსტა: telephone@geonet.ge