E1 მრავალარხიანი სატელეფონო შეერთება

ჯეონეთი კორპორაციულ მომხმარებელს სთავაზობს მრავალარხიანი ნომერს E1 შეერთების საშუალებით. ეს ტექნოლოგია ერთ ნომერზე 30 ხმოვანი საუბრის ერთდორულად გადაცემის საშუალებას იძლევა. სერვისის დასანერგად საჭიროა მხოლოდ სპეციალური E1 მულტიპლექსორები.


E1 შეერთება VoIP ტექნოლოგიის ალტერნატივაა. იგი VoIP -ის მსგავსად იძლევა საიმედო, ხარისხიან და უსაფრთხო სატელეფონო კავშირის შესაძლებლობას. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ხმოვანი სიგნალი არ გადაიცემა ინტერნეტის საშუალებით.


ტექნოლოგია განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ინტერნეტთან შეუთავსებელი სატელეფონო სადგური აქვთ ან არ სურთ სატელეფონო საუბრებისთვის ინტერნეტის გამოყენება.


ჯეონეთის გუნდი მზად არის განიხილოს თქვენი მოთხოვნები და შემოგთავაზოთ ინდივიდუალური პროექტი საუკეთესო პირობებით.


ტელ.: + (995 32) 247 00 00
ელ. ფოსტა: telephone@geonet.ge