ვირტუალური PBX

ჯეონეთი გთავაზობთ სატელეფონო სადგურის მოწყობას ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობების გარეშე. თანამედროვე ფუნქციებით აღჭურვილი ვირტუალური PBX მინიმალური დანახარჯით მოგიწესრიგებთ შიდა კორპორაციულ კომუნიკაციას და აამაღლებს თქვენს მომსახურების ხარისხს.


მთავარი უპირატესობები

  • მინიმალური ხარჯი - მომხმარებელს არ უწევს სპეციალური სერვერის შეძენა და მისი ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური მომსახურება - სერვერი განთავსებულია ჯეონეთის მონაცემთა ცენტრში, სადაც ტექნიკური პარამეტრები მაღალ დონეზეა უზრუნველყოფილი;
  • ხარისხის გარანტია - სატელეფონო სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხს აგებს ჯეონეთი;
  • უსაფრთხოება - ვირტუალური PBX აღჭურვილია უსაფრთხოების სპეციალური სისტემებით.


ვირტუალური PBX თქვენთვისაა, თუ:

  • კორპორაციულ ნომერზე ხაზის დაკავების გამო ხშირად გაქვთ გამოტოვებული ზარები;
  • გჭირდებათ განყოფილებებს შორის შემომავალი ზარების ავტომატური განაწილება;
  • საჭიროა ოფის მენეჯერის/ოპერატორის სამუშაო დროის ოპტიმიზაცია;
  • გჭირდებათ მარტივი და უფასო კომუნიკაცია თანამშრომლებს შორის;
  • გსურთ, რომ თქვენთან დარეკვისას კლიენტმა მოისმინოს კომპანიის მისალმება (IVR);
  • თქვენთვის მნიშნვნელოვანია მომსახურების ხარისხი და გჭირდებათ საუბრების მონიტორინგი.


მინიმუმი
სტანდარტი
პრემიუმი
ხმოვანი მენიუ (IVR)
სტანდარტული 24/7
სამუშაო საათების მიხედვით
სამუშაო საათების მიხედვით
სტანდარტული ხმოვანი ფაილები
შიდა ნომრები (Extention)
1-5
6-10
11-15
საუბრების ჩაწერა (Call Recording)
-
-
რიგითობის განსაზღვრა (Announce Queue Position)
-
-
რიგი (Queue)
ზარების მარშრუტიზაცია (Ring Strategies)
ზარის გადამისამართება (Call Forward)
ზარის დადევნება (Follow-Me)
მუსიკა მოლოდინის რეჟიმში (Music On Hold)
სტანდარტული
სტანდარტული
ინდივიდუალური
ზარის დაჭერა (Pick Up Groups)
-
ხმოვანი ფოსტა (Voicemail)
-
ვებ ანგარიში / რეპორტები (Web Account/Reports)
-
გარე ნომრები (Trunks)
1-2
3-4
5
ინსტალაციის ერთჯერადი ღირებულება
45 ლარი
65 ლარი
85 ლარი
ყოველთვიური სააბონენტო
29 ლარი
39 ლარი
49 ლარი

ჯეონეთი ნებისმიერ დამკვეთთან მუშაობს ინდივიდუალურად. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ თქვენი მოთხოვნები და შემოგთავაზოთ საუკეთესო პირობები.


დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: + (995 32) 2 47 00 00
ელ. ფოსტა: telephone@geonet.ge