IP PBX / ქოლცენტრის ფუნქციები

IVR - ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ
ინტერაქტიული სატელეფონო სისტემა (Interactive Voice Response System) სატელეფონო ზარების ავტომატურ რეჟიმში დამუშავებისა და მომხმარებლებთან ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა. სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილია აუდიო ჩანაწერები და სცენარები, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მიიღოს სასურველი ინფორმაცია ან მოხვდეს სასურველ განყოფილებაში ტელეფონის ღილაკებზე თითის დაჭერის მეშვეობით.


ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ზარების განაწილების მექანიზმი. იგი დაგეხმარებათ დახვეწოთ კომპანიის შიდა სტრუქტურა. შედეგად კი აამაღლოთ მომსახურების დონე და, ამავდროულად, შეამციროთ მისი ღირებულება. IVR-ის დანერგვა თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარია.


რიგი შემომავალ ზარებზე (Call Queue)
ქოლ-ცენტრის ეს ფუნქცია აქტიურდება იმ შემთხვევაში, თუ ყველა ოპერატორი დაკავებულია ან ზარს არავინ პასუხობს. სისტემა რიგში აყენებს დამრეკ აბონენტს და ატყობინებს მას რიგითობასა და ოპერატორის სავარაუდო განთავისუფლების დროს.


ზარის მარშრუტიზაცია (Call Routing)
ზარის მარშრუტიზაცია შესაძლებლობას იძლევა მართოთ შემომავალი ზარები თქვენი ბიზნესის საჭიროებებისა და საქმიანობის მიხედვით. ზარების განაწილება სხვადასხვა მეთოდითაა შესაძლებელი, მაგალითად: კომპანიის განყოფილებების, ფილიალების, სამუშაო და არასამუშაო საათების მიხედვით.


ზარის გადამისამართება (Call Forward)
ამ ფუნქციით შეგიძლიათ თქვენს ნომერზე შემოსული ნებისმიერი ზარის გადამისამართება მობილური ოპერატორის, ქალაქისა თუ საზღვარგარეთის ნომრებზე. გადამისამართება შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრული სქემით: ზარის პირდაპირი გადამისამართება, ხაზის დაკავების შემთხვევაში ან უპასუხო ზარის შემთხვევაში.


საუბრების ჩაწერა (Call Recording)
ქოლ ცენტრის ამ ფუნქციის მეშვეობით შესაძლებელია როგორც შემოსული, ასევე გასული ზარების ჩაწერა. ჩაწერილი საუბრები სპეციალურ ბაზაში გროვდება, რაც კომპანიის ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში ამოიღოს ნებისმიერი სატელეფონო ჩანაწერი.


ზარების ისტორია (CDR)
ზრების ისტორია ავტომატურად გროვდება სპეციალურ ონლაინ ანგარიშში (ბმული). ონლაინ ანგარიშის მეშვეობით ქოლ-ცენტრის მომხმარებელს საშუალება ეძლევა აკონტროლოს მის სატელეფონო ნომერზე შემომავალი, გამავალი და გამოტოვებული ზარები.


ავტომატური გამავალი ზარები
სისტემა რეკავს წინასწარ მითითებულ ნომრებზე და მომხმარებელი ავტომატურ რეჟიმში ისმენს თქვენს შეტყობინებას. მარტივი მართვის პანელის საშუალებით შეგიძლიათ დაგეგმოთ ავტომატური ზარის კამპანიები და მიიღოთ შესაბამისი რეპორტები შედეგებზე.
გამავალი ზარი ხორციელდება თქვენივე კორპორატიული ნომრიდან.
შეტყობინება შეიძლება იყოს სარეკლამო ან საინფორმაციო სახის.