კოლოკაცია - სერვერის განთავსება

კოლოკაცია არის ჰოსტინგის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გულისხმობს მომხმარებლის ფიზიკური სერვერის განთავსებას ჯეონეთის მონაცემთა ცენტრში.


სერვერის განთავსება მცირე ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ დიდი IT დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით ზედმეტი ხარჯების გარეშე.


ეს სერვისი ასევე გამიზნულია პროექტებისთვის, რომლებსაც ჰყავთ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა და სჭირდებათ მაღალი ინტერნეტ სიჩქარე.


ჯეონეთის მონაცემთა ცენტრი ფიზიკურად უმაღლეს დონეზე დაცული სივრცეა, სადაც უზრუნველყოფილია:

  • მაღალი სიჩქარის სტაბილური ინტერნეტი;
  • ინტერნეტის სათადარიგო არხები;
  • უწყვეტი კვების წყარო;
  • გაგრილება;
  • 24 საათიანი ტექნიკური მხარდაჭერა.


სერვერის აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა მთლიანად თქვენს მფლობელობაში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეძლებთ სერვერის განახლებასა და ცვლილებების შეტანას.


სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, თქვენ ასევე შეძლებთ, დისტანციურად მართოთ და სრულად აკონტროლოთ თქვენი სერვერი.


ჯეონეთი ნებისმიერ დამკვეთთან მუშაობს ინდივიდუალურად. ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ თქვენი მოთხოვნები და შემოგთავაზოთ საუკეთესო პირობები.


ტელ.: + (995 32) 247 00 00
ელ. ფოსტა: internet@geonet.ge