ეზერნეტ წერტილი-წერტილი შეერთება - Ethernet Point-to-Point

ჯეონეთი კორპორაციულ მომხმარებელს სთავაზობს ფილიალების კერძო ვირტუალურ ქსელში გაერთიანებას ეზერნეტ ტექნოლოგიის საშუალებით (Ethernet PTP).


ეზერნეტ წერტილი-წერტილი შეერთებით დაკავშირებულ პუნქტებს შორის შესაძლებელია ნებისმიერი სახის მონაცემთა სწრაფი, საიმედო და უწყვეტი გადაცემა.


ამ ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობაა შეერთებების გამართვის შესაძლებლობა ოპტიკური ქსელის შექმნისა და მოვლის საჭიროების გარეშე.


ეზერნეტის ვირტუალური ქსელის სხვა უპირატესობებია:

  • მონაცემთა გაცვლა დაცული, იზოლირებული არხით;
  • ერთნაირი სიჩქარე ორივე მიმართულებით;
  • ქსელის უწყვეტი მუშაობა;
  • მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარე;
  • მარტივი და სწრაფი ინსტალაცია.


ჯეონეთის გუნდი მზად არის, განიხილოს თქვენი მოთხოვნები და შემოგთავაზოთ ინდივიდუალური პროექტი საუკეთესო პირობებით.


ტელ.: + (995 32) 247 00 00
ელ. ფოსტა: internet@geonet.ge