პერსონალური მენეჯერი

თქვენი წარმომადგენელი ჯეონეთში


ჯეონეთში ყველა კლიენტი ინდივიდუალური პერსონალური მენეჯერის მომსახურებით სარგებლობს. ამით ჩვენ ხაზს ვუსვამთ კლიენტზე ორიენტირებულ მიდგომას და ვასრულებთ დაპირებას - უმაღლესი ხარისხის მომსახურება გავუწიოთ თითოეულ მომხმარებელს.


პერსონალური მენეჯერი თქვენი ერთგვარი წარმომადგენელია ჯეონეთში, რომლის პირდაპირი მოვალეობაა უმოკლეს დროში მოგიგვაროთ ნებისმიერი პრობლემა. ის მუდმივ კომუნიკაციას აწარმოებს თქვენთან და მზად არის ყველა ტიპის შეკითხვაზე გასცეს პასუხი.


პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს გაგიწევთ სატელეფონო მხარდაჭერას, დეტალურად გაეცნობა თქვენს მოთხოვნებს და ყოველთვის დაიცავს თქვენს კონფიდენციალურობას.


დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ.: + (995 32) 2 47 00 00

ელ. ფოსტა: info@geonet.ge